ბათუმის ოლქში საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებს აირჩევენ

14 თებერვალი 2022, 11:51 770 ნახვა

112 ვაკანსია და 170 მსურველი. ბათუმის ოლქმა საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, რომელიც ერთ ოლქში ტარდება, საუბნო კომისიის კონკურსანტები უნდა შეარჩიოს. სხდომა ოლქში 3 საათზეა ჩანიშნული.

წელს პირველად კონკურსანტებს საშუალება ჰქონდათ სურვილის შემთვევაში გასაუბრებაც გაევლოთ. ჯამში გასაუბრება 36 კონკურსანტთან შედგა. 170 მსურველიდან კი დღეს 155 კონკურსანტს უყრიან კენჭს. დანარჩენს კი უარი იმ მიზეზით უთხრეს, რომ წინა არჩევნებზე პარტიების მხრიდან დანიშნული კომისიის წევრები იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად კონკურსანტებს საშუალება ჰქონდათ განაცხადი, როგორც მატერიალური სახით ოლქში შეეტანათ ასევე ცესკოს ელექტრონულ პორტალზე დაერეგისტრირებინათ. შეგახსენებთ საუბნო კომისიაში კონკურსით 8 წევრი 1 თვის ვადით ირჩევა. დანარჩენ 9 წევრს კი პარტიები თავად ნიშნავენ. არჩევნებში მონაწილე პარტიებს მაჟორიტარობის მსურველი კანდიდატების რეგისტრაციისთვის ვადა 3 მარტამდე აქვთ.

არჩევნები კი იმ ოლქში, სადაც გამარჯვებული ნაციონალური მოძრაობიდან ნუგზარ ფუტკარაძე იყო 2 აპრილს იმართება. ნუგზარ ფუტკარაძე არჩევნების შემდეგ მალევე გარდაიცვალა. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში