რეფინანსირების განაკვეთის შემცირება

14 თებერვალი 2022, 11:50 1253 ნახვა

ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების ფონზე შემცირდება თუ არა გაძვირებული ფასები? ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, ლარის გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელი გამყარება ინფლაციის კლებაზეც მოახდენს გავლენას.

ბიზნესის წარმომადგენლები ამ თემაზე საუბრისას ძირითად აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ ლარის გამყარება პროდუქციაზე ფასებს თუ არ შეამცირებს, მოსალოდნელ გაძვირებას შეაჩერებს. მათი განმარტებით, ყველა წინაპირობა არსებობდა, რომ ფასები გაზრდილიყო, ლარის მყარი კურსი კი ამ წინაპირობებს დააბალანსებს და პროდუქცია აღარ გაძვირდება. ინფლაციის შემცირებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მარტიდან პროგნოზირებს.

კობა გვენეტაძე რეფინანსირების, ანუ ლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთის შემცირებასაც აანონსებს, თუმცა, ამას კონკრეტული პირობა აქვს - ინფლაციამ და ინფლაციურმა მოლოდინებმა სტაბილური კლება უნდა დაიწყოს. ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, თუ ინფლაცია სტაბილურად დაიკლებს, წელს რეფინანსირების განაკვეთი 2-2.5%-ის შუალედში შემცირდება.

2021 წლის 8 დეკემბრიდან რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი ათნახევარი პროცენტია. წლიური ინფლაცია, 13,9 პროცენტი. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ეროვნული ბანკი 30 მარტს გადახედავს, სწორედ ამ დღესაა ჩანიშნული შემდეგი სხდომა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი