ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე არჩევნებისთვის წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო ''ქართული ოცნების'' კანდიდატმა რამაზ ჯინჭარაძემ. ის დღეს ახალსოფლის მოსახლეობას შეხვდა, ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო და თავისი გეგმები გააცნო.
შეხვედრაზე მასთან ერთად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძეც იმყოფებოდა, რომელმაც ადლია-ახალსოფლის მონაკვეთზე ახალ საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრა. მინისტრის თქმით აქ უახლოეს ხანში 70 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება და 1500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ადგილობრივებმა ძირითადად ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ისაუბრეს.