ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერები - ენმ-ის ბრალდება

12 თებერვალი 2022, 15:20 1026 ნახვა

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია   მმართველ პარტიას კორუფციაში ადანაშაულებს. რეზო ხარაზი აცხადებს  რომ მერია საკრებულოს წევრებს სატენდერო პირობების შესახებ ინფორმაციას უმალავს,  ნაციონალური მოძრაობის წევრების ინფორმაციით ბათუმის ახალი განათების სისტემისთვის 29 მილიონიანი ლარის ღირებულების ტენდერი უკონკურენტოდ აჭარგანათებას მოარგეს,  ოპოზიციაში ირწმუნებიან რომ  კომპანიის საქმიანობა აუდიტის ანგარიშშიც მოხვდა. 

ხარაზი მერიისგან  საპროექტო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციას და  ტენდერის მიზნობრიობის წერილობით დასაბუთებას ითხოვს, ამბობს რომ მერიას საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური წერილი 24 იანვარს გაუგზავნა , თუმცა თვითმმართველობისგან პასუხი დღემდე არ მიუღია,   ოპოზიცია პროკურატურას მიმართოს.

მერიასი ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ, ამბობენ რომ ტენდერი კანონის მიხედვით ჩატარდა, რაც შეეხება კომპანიების მონაწილეობას, სამი კომპანია მონაწილეობდა ფასთა კვლევის პროცესში დ ყველაზე ნაკლები თანხა სწორედ აჭარგანათებამ დააფიქსირა..თუმცა ტენდერი ჯერ მაინც არ არის დასრულებული და გამარჯვებული მომდევნო კვირაში გაირკვევა, მერიაში იმასაც ამბობენ,რომ საპასუხო წერილი რეზო ხარაზს რამდენჯერმე გაუგზავნეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი