ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია მმართველ პარტიას კორუფციაში ადანაშაულებს.
რეზო ხარაზი აცხადებს, რომ მერია საკრებულოს წევრებს სატენდერო პირობების შესახებ ინფორმაციას უმალავს, '' ნაციონალური მოძრაობის'' წევრების ინფორმაციით ბათუმის ახალი განათების სისტემისთვის 29 მილიონიანი ლარის ღირებულების ტენდერი უკონკურენტოდ აჭარგანათებას მოარგეს, ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ კომპანიის საქმიანობა აუდიტის ანგარიშშიც მოხვდა.
ხარაზი მერიისგან საპროექტო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციას და ტენდერის მიზნობრიობის წერილობით დასაბუთებას ითხოვს, ამბობს რომ მერიას საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური წერილი 24 იანვარს გაუგზავნა , თუმცა თვითმმართველობისგან პასუხი დღემდე არ მიუღია, ოპოზიცია პროკურატურაში მიმართვას აპირებს ბრალდებებთან დაკავშირებით ბათუმის მერიაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.