შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოში

11 მაისი 2016, 00:00 5174 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს ნიდერლანდების სამეფოს ელჩი სტუმრობდა. იოჰანეს დუმამ შეხვედრა გიორგი პაპუაშვილთან გამართა. მხარეებმა  ორი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე ელჩი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სხვა საჯარო უწყებების ურთიერთდამოკიდებულებითაც დაინტერესდა. საკონსტიტუციო სასამართლოში ეს ელჩის პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო.

ამავე კატეგორიაში