ეპიდვითარება მაღალმთიან აჭარაში

11 თებერვალი 2022, 11:55 1358 ნახვა

ხულოს რაიონულ ჰოსპიტალში სამედიცინო დაწესებულების საწოლფონდი ამოწურულია.

კლინიკის მენეჯერის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში დამატებით პაციენტს ბინაზე მოემსახურებიან ან მოხდება კოვიდინფიცირებულის გადაყვანა სხვა  მუნიციპალიტეტის  კოვიდკლინიკაში. რაც შეეხება ვაქცინაციის ტემპს, აქაც დაბალია აცრის მსურველთა რიცხვი. ამ დროისთვის ხულოში 13 ათასამდე მოქალაქეა  აცრილი.

რაც შეეხება კოვიდვითარებას შუახევსა და ქედაში, აქ არ არის საწოლფონდის დეფიციტი.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში