სასამართლო ბათუმში ჩამონგრეულ სახლზე

10 თებერვალი 2022, 20:25 1524 ნახვა

2021 წლის 8 ოქტომბრის ტრაგედიის შედეგად დაღუპული ადამიანების ოჯახების წევრები დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხნენ. 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება.

დღეს სხდომათა დარბაზში 8 ოქტომბრის დეტალები გიორგი შომახიამ გაიხსენა. შეიძლება თუ არა, რომ კორპუსზე დამონტაჟებულ ლიფტს მოეხდინა ნგრევის პროვოცირება? მიმდინარეობდა თუ არა შენობაში განლაგებულ სხვა ბინებში სარემონტო სამუშაოები? ეს გამოძიების კითხვათა ნაწილია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში