8 ოქტომბრის ბათუმის ტრაგედიის სასამართლო

10 თებერვალი 2022, 18:20 1198 ნახვა

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე მოწმის სახით იკითხებიან დაზარალებელები.  ის ადამიანები, რომლებმაც ტრაგედიის დროს   ოჯახის წევრები დაკარგეს.

ერთ-ერთი იყო გიორგი შომახია.  სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში მან განაცხადა, რომ კორპუსში ყველა ბინა ერთნაირად იყო დაპროექტებული და არსად სარემონტო სამუშაოები არ მიმდინარეობდა პირველი სართულის გარდა. მოწმის ინფორმაციით,  კორპუსის ჩამონგრევამდე პირველი სართულიდან გამოდიოდა სარემონტო სამუშაოების ხმა. დაცვის მხარეს სხვა დეტალებთან ერთად  აინტერესებდა, როდის და ვისი ინიციატივით დამონტაჟდა კორპუსზე ლიფტი და მიადგა თუ არა ზიანი შენობას.  მოწმის სახით დაიკითხა ასევე ნინო ჩხატარაშვილი, ერთ-ერთი დაღუპულის შვილი.

სხდომაზე ერთ-ერთი ბრალდებული ჰუსეინ სურმანიძე შეუძლოდ გახდა და სხდომა 45 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი