22 444 ახალი შემთხვევა, 53 გარდაცვლილი - ასეთია კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 33 პროცენტია.
ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ისევ მედიკოსების ინფიცირების პრობლემა რჩება. კლინიკები პერსონალის დეფიტიცის პრობლემის წინაშეა, რაც მედიკოსების დატვირთვას კიდევ უფრო ზრდის. სწორედ ამიტომ, დღეიდან ძალაში შედის ახალი რეკომენდაცია, რომელიც მედპერსონალისთვის იზოლაციის ვადის 8-დან 5 დღემდე შემცირებას ითვალისწინებს.
რაც შეეხება ეპიდვითარებას - სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში ვითარების გაუმჯობესება და მეექვსე ტალღის პიკის დაძლევა თებერვლის ბოლოსთვის შესაძლებელი იქნება.
გამოსავლად აქტიურ ვაქცინაციის პროცესს მიიჩნევენ, თუმცა ვაქცინაციის პროცესი ისევ არასახარბიელოა. გუშინ მხოლოდ 3 400 ადამიანი აიცრა.