ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითველაშვილმა პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიული შედეგი გაიმეორა და მეათე ადგილზე გავიდა.
მოროსმა 2006 წელს ტურინის ოლიმპიადაზე ელენე გედევანიშვილის ნაჩვენები შედეგის გამეორება შეძლო.
ყვითელაშვილის მოკლე პროგრამაში 97.98 ქულა ჰქონდა და მეხუთე ადგილზე იმყოფებოდა.
თავისუფალ პროგრამაში ქართველმა 170.64 ქულა დააგროვა და ჯამური 268.62 ქულით 24 საუკეთესო მოციგურავეს შორის მეათე ადგილზე გავიდა.
პირველობა არავის დაუთმო ამერიკელმა ჩეინმა. ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები კი იაპონელებს დარჩათ.
მორის ყვითველაშვილმა ევროპელ მოციგურავეებს შორის მესამე ადგილი დაიკავა.