სააკაშვილის სასამართლო პროცესი თანხების გაფლანგვის საქმეზე

09 თებერვალი 2022, 14:51 1273 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვის საქმის განხილვა ხმაურის ფონზე დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილისა და პროკურორების სიტყვიერ დაპირისპირებაში ჩაერთო დარბაზში მყოფი თაკო ჩარკვიანიც, რომელმაც პროკურორებს კორუმპირებულები, სასამართლო პროცესს კი ისტორიულად სამარცხვინო უწოდა. საბოლოოდ თაკო ჩარკვიანი მოსამართლის მოწოდების შემდეგ მანდატურებმა დარბაზიდან გაიყვანეს.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის ინიციატივით იყო წარდგენილი, ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

როგორც ანზორ ჩუბინიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ის აღნიშნულ პოზიციას 2013 წლის თებერვლიდან იკავებს, შესაბამისად, საქმესთან არანაირი შეხება არ ჰქონია.

დღევანდელ პროცესზე  სიტყვით გამოსვლისას ყოფილმა პრეზიდენტმა წარმოადგინა ფოტოსურათები, რომლებზეც მისი თქმით, აღბეჭდილია, ირაკლი ღარიბაშვილის, დავით ნარმანიას და პროკურორ ჯარჯი წიკლაურის კუთვნილი სახლები.

პროკურორებმა მოითხოვეს, რომ ბრალდებულს ბრალდების საქმეზე ესაუბრა სხდომაზე.

სიტყვიერი შეკამათება პროკურორებსა და ბრალდებულს შორის სწორედ ამას მოჰყვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი