ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმა სრულად ჩავარდა. მათ პუნქტობრივად გააანალიზეს დოკუმენტში დადებული პირობების შესრულება პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან. ანგარიშის თანახმად, არ გატარდა დოკუმენტით გათვალისწინებული ამბიციური სასამართლო რეფორმა.
ორგანიზაციების შეფასებით, არ შესრულდა პუნქტი, რომლის მიხედვითაც, პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა.
ორგანიზაციების შეფასებითვე, არ შესრულდა მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტი, რომლის მიხედვითაც უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერებულიყო და ახალ კანდიდატებთან დაკავშირებით განცხადებების მიღება ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ დაწყებულიყო.