ნიდერლანდებთან მატჩის წინ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ბორჯღალოსნების რიგებს რამდენიმე მოთამაშე დაუბრუნდა, რომლებიც გუნდს გასულ კვირაში კოვიდ-ინფექციის გამო დააკლდნენ.
დაბრუნებულთა შორის არიან – შალვა მამუკაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე და გიორგი ჭყოიძე, ასევე მესამეხაზელები გიორგი ცუცქირიძე და ლუკა ივანიშვილი.
პორტუგალიასთან დაშავდა და მომავალ შეხვედრას გამოტოვებს ბურჯი ბექა გიგაშვილი.
ჩვენი გუნდი 12 თებერვალს, საქართველოს დროით 16:15 საათზე ნიდერლანდებს ამსტერდამში ეთამაშება.