სააკაშვილის სასამართლო პროცესი თანხების გაფლანგვის საქმეზე

09 თებერვალი 2022, 11:57 973 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ხმაურია. სიტყვით გამოსვლისას ყოფილმა პრეზიდენტმა წარმოადგინა ფოტოსურათები, რომელზეც მისი თქმით, აღბეჭდილია ირაკლი ღარიბაშვილის, დავით ნარმანიას და პროკურორ ჯარჯი წიკლაურის კუთვნილი სახლები.

პროკურორებმა მოითხოვეს, რომ ბრალდებულს ბრალდების საქმეზე ესაუბრა სხდომაზე. სიტყვიერი შეკამათება პროკურორებსა და ბრალდებულს შორის სწორედ ამას მოჰყვა. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მხარეებს  სიმშვიდისკენ მოუწოდა.

დღევანდელი საქმე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონ ლარამდე თანხის გაფლანგვას ეხება, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც ყოფილ პრეზიდენტს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც.

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და სასამართლო პროცესზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის ანზორ ჩუბინიძის გამოკითხვას ითხოვდნენ, რომელიც აქამდე სასამართლო სხდომაზე არ მისულა, ის მხოლოდ დღეს მივიდა პროცესზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი