ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევის შესახებ გამოძიების პირველადი შედეგები ცნობილია.
როგორც კომპანის წარმომადგენლებმა განაცხადეს, აფეთქება სავარაუდოდ გამოიწვია ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ, როგორც სამუშაოების შესრულებისას, ასევე საგზაო დაცვის სამსახურის მხრიდან აფეთქების ნებართვის გაცემისას.
კომისიის წინასწარი მონაცემებით, დგინდება, რომ კონკრეტულ ლოკაციაზე გამორთული იყო განიავების ვენტილატორი, ასევე, სამთო ოსტატის მიერ არ მოხდა მუშების უსაფრთხო ადგილზე გაყვანა.
მომხდარზე გამოძიება გრძელდება და საბოლოო დასკვნა სავარაუდოდ თვის ბოლოს გახდება ცნობილი.
ერთი კვირის წინ, ტყიბულში შახტში მომხდარი აფეთქების დროს რვა ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა.