ევროპულმა სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური საჩივრების განხილვა დაიწყო

08 თებერვალი 2022, 17:49 792 ნახვა

ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური საჩივრების არსებითი განხილვა დაიწყო.

კერძოდ, ჯიოშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და 58 სხვა საჩივართან დაკავშირებით სასამართლომ რუსეთის ფედერაციას კითხვებით მიმართა.

სასამართლოს წერილის თანახმად, რუსეთის ფედერაციას 2022 წლის 2 მაისამდე აქვს ვადა, ევროპული სასამართლოს წინაშე უპასუხოს კითხვებს, მომჩივანთა მიმართ დაირღვა თუ არა კონვენციის მუხლები - კერძოდ  პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის, საკუთრების, მიმოსვლის თავისუფლების, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.

როგორც საიას განცხადებაშია ნათქვამი, ამ  მუხლებთან დაკავშირებით სასამართლო განიხილავს აქვთ თუ არა მომჩივნებს წვდომა თავიანთ საკუთრებასთან.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს 350-ზე მეტი დაზარალებული ადამიანის ინტერესებს იცავს. 

საიას ჯამში 53 საჩივარი აქვს წარდგენილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში