ბათუმის "დინამო" ახალი სეზონისთვის საწვრთნელ შეკრებას თურქეთში აგრძელებს.
მზადების მეორე ეტაპზე ბათუმელები დღეს რუსეთის ჩემპიონატის კლუბ ყაზანის "რუბინის" დაუპირისპიდებიან.
გუშინ "რუბინთან" ერთად ივარჯიშა საქართველოს ნაკრების შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ.
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი 12:30 საათზე არის ჩანიშნული. პირდაპირი რეპორტაჟი ''რუბინის'' იუთუბ არხზე გადაიცემა.