საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო რაგბის რეიტინგში ერთი პოზიციით დაქვეითდა. თბილისში პორტუგალიის ნაკრებთან ნათამაშები ფრის შემდეგ ''ბორჯღალოსნებს'' 1 ქულა დააკლდათ და რეიტინგში მეცამეტე ადგილზე ჩამოქვეითდნენ.
საქართველოს ნაკრების პოზიცია კი სამოას ნაკრებმა დაიკავა. თბილისური ფრე წარმატებული გამოვიდა პორტუგალიის ნაკრებისთვის. პირინელებმა ერთბაშად 3 პოზიციით წინ წაიწიეს და მეჩვიდმეტე ადგილზე აღზევდნენ.
მსოფლიო რეიტინგს სამხრეთ აფრიკა ლიდერობს, მეორე ადგილზე ახალი ზელანდიაა, ხოლო მესამე პოზიციას ირლანდია იკავებს.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურში 12 თებერვალს საქართველოს ნაკრები გასვლაზე ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.