ფუტსალში ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ პორტუგალიის ნაკრები გახდა.
ფინალურ შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრებმა რუსეთი 4-2 დაამარცხა. შეხვედრა რუსების უპირატესობით დაიწყო და ანგარიშით 0-2 წინ გავიდნენ, თუმცა პორტუგალიელებმა შეძლეს ორ ბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა და საბოლოო ჯამში მატჩი 4-2 მოიგეს.
პორტუგალიის ნაკრები ბოლო ორი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია, ასევე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის სტატუსს ატარებს.
შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე ისტორიაში პირველად საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა იასპარეზა.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა რითაც ფლეოფში გავდა და ევროპის საუკეთესო 8 ნაკრებს შორის მოხვდა.