ქობულეთში გარდაცვლილი სამხედრო იპოვეს

05 თებერვალი 2022, 15:25 14019 ნახვა

ქობულეთში მცხოვრები სამხედრო მოსამსახურე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოშორებით გარდაცვლილი იპოვეს. 32 წლის კაცი ქუთაისის სამხედრო ნაწილში მსახურობდა და გათავისუფლების შესახებ განცხადება  დაღუპვამდე  2 დღით ადრე დაწერა. ოჯახი გამოძიების დაჩქარებას ითხოვს. ამბობენ, რომ ერთი დღით ადრე თურქეთშიც გადავიდა თუმცა რატომ ინფორმაცია არ აქვთ.

გასაიდუმლოებულ და საეჭვო ვითარებაზე საუბრობენ ოჯახის წევრები და პოლიციისგან ითხოვენ ამოიღონ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რათა დადგინდეს ვისთან ერთად გადაკვეთა საზღვარი ან რა მიზნით იმყოფებოდა სხვა ქვეყანაში.

საგამოძიებო უწყებამ უკვე გამოკითხა ნათესავები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სამხედრო მოსამსახურე 2008 აგვისტოს ომის მონაწილე იყო, მიღებული აქვს ღირსების მედლები და სიგელები. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაში. დარჩა მეუღლე და  სამი მცირეწლოვანი შვილი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი