2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ხვალ პორტუგალიას დაუპირისპირდება. ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2022 წლის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
პორტუგალიასთან გასამართი შეხვედრისთვის, 23-კაციან განაცხადში ოთხი დებიუტანტია. 2020 წლის თებერვლის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა ვანო კარკაძე. საქართველოსა და პორტუგალიის შეხვედრა მიხეილ მესხის მოედანზე 15:00 საათზე დაიწყება.