დღეს ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება. პირველ წყვილში ერთმანეთს უკრაინის და რუსეთის ეროვნული ნაკრებები შეხვდებიან.
ამ ნაკრებებს შორის ეს პირველი დაპირისპირება იქნება 2014 წლის შემდეგ რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. უეფას გადაწყვეტილებით აქამდე, უკრაინული და რუსული გუნდები ერთმანეთს აღარ ხვდებოდნენ. უეფამ განმარტა რომ არ ეხება ისეთი ტურნირების პლეი ოფის მატჩებს, როგორიცაა მაგალითად ევროპის ჩემპიონატი ფუტსალში.
ეს შეხვედრა 19:55 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში დაიწყება. მეორე ნახევარფინალში კი საუკეთესოს ვინაობას ესპანეთი და პორტუგალია გაარკვევენ. ეს დაპირისპირება საზოგადობრივი მაუწყებლის ტელესკოლის ეთერში 22:55 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ფუტსალის ნაკრებიც ასპარეზობდა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი ნაკრებმა სადებიუტო კონტინენტის პირველობაზე ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ევროპის 8 საუკეთესო ნაკრებს შორის გასვლა მოახერხა.