საგრძნობლად გაძვირებული ფასები სურსათზე, თუ ბაზარში წახვალთ ნახავთ, რომ დახლებზე ბადრიჯანი 4 ლარითაა გაძვირებული, მომატებულია ფასები ბოსტნეულზეც.
შესაბამისად ეცემა მომხმარებლის მსყიდველუნარიანობა, რაც მათში პროტესტს იწვევს, პრობლემები ექმნებათ მცირე მოვაჭრეებსაც, თუ პროდუქტს გააძვირებენ კლიენტი მოაკლდებათ, არადა ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის საფასურებიც გადასახდელი აქვთ, ფინანსთა სამინისტროში კი ამ ყველაფერს საერთაშორისო ტენდენციებით ხსნიან.