უკვე ორ საათზე მეტია პარლამენტში შეხვედრებს მართავს სვენ მიქსერი.
საქართველოს საკითხზე მომხსენებელი ევროპარლამენტარი შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს, შემდეგ კი საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთადაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განიხილა.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროპელი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის კომიტეტის მუშაობაში ერთვება.
ახლა სვენ მიქსერს ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.