შუალედური არჩევნები - კანდიდატების წარდგენის ვადა 14 თებერვლამდეა

02 თებერვალი 2022, 14:52 1389 ნახვა

პოლიტიკურ პარტიებს 12 დღე აქვთ იმისთვის, რომ ბათუმში  შუალედური არჩევნებისთვის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის  კანდიდატურა წარადგინონ.

ცესკოს განკარგულებით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნებათ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში და  საკრებულოს ბოლო არჩევნებისთვის დარეგისტრირებულ პარტიებს, ასევე  იმ პარტიებს, რომლებსაც საქართველოს პარლამენტში მინიმუმ 1 წევრი ჰყავთ წარდგენილი.

არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მიიღებენ, პარტიები და საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც მხარდამჭერთა სიებს წარადგენენ.

ბათუმის საკრებულოში ერთი მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნები 2 აპრილს გაიმართება, რომლითაც უნდა გადაწყდეს თუ  რომელ პარტიას ექნება გადამწყვეტი ხმა ბათუმის წარმომადგენლობით ორგანოში.

შუალედური არჩევნები მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ამ ოლქში გამარჯვებული კანდიდატი, ნუგზარ ფუტკარაძე არჩევნების შემდეგ მალევე გარდაიცვალა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი