საქართველოს ფუტსალის ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება

01 თებერვალი 2022, 10:47 1134 ნახვა

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩი დღეს თბილისის დროით 20:00 საათზე ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპონატზე ორი გამარჯვების და ერთი მარცხის შემდეგ კონტინენტის 8 საუკეთესო გუნდს შორის გავიდა.

საქართველოს დღევანდელმა მეტოქემ რუსეთის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრა მოიგო.
ეს ნაკრებები გასულ წელს საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთ ჯგუფში იყვენენ და ორივე შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით დასრულდა.

მსოფლიო რეიტინგში რუსეთი მე-5 ადგილზეა,ხოლო ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი 24-ე პოზიციას იკავებს.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი 20:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი