ენმ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს

31 იანვარი 2022, 15:02 1229 ნახვა

პარლამენტში ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" ბოიკოტს წყვეტს და გაზაფხულის საპარლამენტო სხდომებში მონაწილეობას მიიღებს. 

ბოიკოტის შეწყვეტის ძირითადი მიზანია, პარლამენტში პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

ფრაქცია აპირებს ამ საკითხზე კომისიის შექმნის მოთხოვნა დაარეგისტრიროს.

პარლამენტში საგაზაფხულო სესია ხვალიდან იხსნება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში