ხმაური, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ ბათუმის მერიაში.
დაცვის სამსახურის თანამშრომლების წინააღმდეგობის მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები მერის კაბინეტის მისაღებში შევიდნენ. ისინი მერთან შეხვედრას ითხოვდნენ და უშუალოდ კაბინეტში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.
ისინი დარბაზიდან სამართალდამცველებმა იძულებით გამოიყვანეს.