ქართული დელეგაციის ასპარეზობის განრიგი ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე

30 იანვარი 2022, 11:54 988 ნახვა

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 2022 წლის 4-20 თებერვალს უმასპინძლებს, სადაც საქართველოდან სპორტის 3 სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა, ციგაობა) იასპარეზებს 9 სპორტსმენი.

ოლიმპიადის გახსნის ცერემონია - 4 თებერვალი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

ქართული დელეგაციის ასპარეზობის განრიგი ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე:

4 თებერვალი:

  • 06:55- 10:55 ( საქართველოს დრო) - ფიგურული ციგურაობა (გუნდური შეჯიბრი)
  • მორის ყვითელაშვილი - ერთეულები (მოკლე პროგრამა)
  • გიორგი რევია/მარია კაზაკოვა - სპორტული ცეკვები (მოკლე პროგრამა)
  • ლუკა ბერულავა/ კარინა საფინა - სპორტული წყვილები (მოკლე პროგრამა)

5 თებერვალი:

  • 15:10 -18:00 (საქართველოს დრო)
  • საბა ქუმარიტაშვილი - ციგაობა (1-2 დაშვება )

6 თებერვალი:

  • 05:30 – 08:40 (საქართველოს დრო)
  • ფიგურული ციგურაობა (გუნდური შეჯიბრი) :
  • მორის ყვითელაშვილი - ერთეულები (თავისუფალი პროგრამა)
  • ანასტასია გუბანოვა - ერთეულები (მოკლე პროგრამა) - 15:30 – 18:15 (საქართველოს დრო)
  • საბა ქუმარიტაშვილი - ციგაობა (3-4 დაშვება) 

7 თებერვალი:

  • 06:55- 10:55 (საქართველოს დრო) - ფიგურული ციგურაობა (გუნდური შეჯიბრი)
  • გიორგი რევია/მარია კაზაკოვა - სპორტული ცეკვები (თავისუფალი პროგრამა)
  • ლუკა ბერულავა/ კარინა საფინა - სპორტული წყვილები (თავისუფალი პროგრამა)
  • ანასტასია გუბანოვა - ერთეულები ( თავისუფალი პროგრამა) - 06:15- 11:45 (საქართველოს დრო) სამთო თხილამურობა
  • ნინო წიკლაური - გიგანტური სლალომი

8 თებერვალი:

  • 05:15 – 09:30 (საქართველოს დრო)- ფიგურული ციგურაობა
  • მორის ყვითელაშვილი - ერთეულები ( მოკლე პროგრამა)

9 თებერვალი:

  • 06:15 – 11:45 (საქართველოს დრო) - სამთო თხილამურობა
  • ნინო წიკლაური - სლალომი

10 თებერვალი:

  • 05:30 – 09:40 (საქართველოს დრო) ფიგურული ციგურაობა
  • მორის ყვითელაშვილი - ერთეულები ( თავისუფალი პროგრამა)

12 თებერვალი:

  • 15:00 -16:40 (საქართველოს დრო) - ფიგურული ციგურაობა
  • გიორგი რევია /მარია კაზაკოვა - სპორტული ცეკვები (მოკლე პროგრამა)

13 თებერვალი:

  • 06:15 – 12:05 (საქართველოს დრო)- სამთო თხილამურობა
  • სოსო ჯაფარიძე - გიგანტური სლალომი

14 თებერვალი:

  • 05:15 -08:50 (საქართველოს დრო)- ფიგურული ციგურაობა
  • გიორგი რევია /მარია კაზაკოვა - სპორტული ცეკვები (თავისუფალი პროგრამა)

15 თებერვალი:

  • 14:00 – 18:25 (საქართველოს დრო)- ფიგურული ციგურაობა
  • ანასტასია გუბანოვა - ერთეულები (მოკლე პროგრამა) 

16 თებერვალი:

  • 06:15-12: 05 (საქართველოს დრო)- სამთო თხილამურობა
  • სოსო ჯაფარიძე - სლალომი

17 თებერვალი:

  • 14:00-18:10 (საქართველოს დრო)- ფიგურული ციგურაობა
  • ანასტასია გუბანოვა - ერთეულები (თავისუფალი პროგრამა) 

18 თებერვალი:

  • 14:30-17:45 (საქართველოს დრო)- ფიგურული ციგურაობა
  • ლუკა ბერულავა/ კარინა საფინა - სპორტული წყვილები (მოკლე პროგრამა)

19 თებერვალი:

  • 14:30-17:45 (საქართველოს დრო)- ფიგურული ციგურაობა
  • ლუკა ბერულავა/ კარინა საფინა - სპორტული წყვილები (თავისუფალი პროგრამა) 

პეკინის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია 20 თებერვალს თბილისის დროით 16:00  საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი