ინგლისში პირველმა ქართველმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ საქმიანობა წარმატებით დაიწყო. „ჰალ სიტიმ“, რომლის მთავარ მწვრთნელადაც ქართველი სპეციალისტი დაინიშნა, პირველ მატჩში „სუონსი სიტის“ უმასპინძლა და დამაჯერებლად, ანგარიშით 2:0 დაამარცხა. 29 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში არველაძის გუნდი 32 ქულით მე-18 ადგილზე იმყოფება.