საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე კონტინენტის საუკეთესო 8 ნაკრებს შორის გასვლა მოახერხა. ჩვენი გუნდი ჯგუფური ეტაპის D ჯგუფში 6 ქულით მეორე პოზიციაზე გავიდა. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველო ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით 0-8 დამარცხდა. შესაბამისად ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი ესპანეთმა დაიკავა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი მეოთხედფინალში ევროპის ფუტსალის რეიტინგის პირველ ნომერს რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. რუსებმა ჯგუფში სამივე თამაში მოიგეს და პირველი ადგილიც დაიკავეს. საქართველოსა და რუსეთის მატჩი 1 თებერვალს ამსტერდამში გაიმართება.