ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ბრიტანეთის ლაფბოროს საერთაშორისო ტურნირის ფინალშია.
24 წლის ბოლქვაძე ტურნირიზე პირველ ნომრად არის განთესილი. მარიამმა ნახევარფინალში ჩეხი გაბრიელა კნუტსონი სამ სეტში ანგარიშით 7:5, 4:6, 6:1 დაამარცხა.
ბოლქვაძე ფინალურ შეხვედრაში 21 წლის დანიელ ჩოგბურთელს, სოფია სამავატის დაუპირისპირდება.
მარიამ ბოლქვაძე ქალთა რეიტინგში 177-ე პოზიციაზეა ხოლო, მისი მომავალი მეტოქე კი 769-ე ადგილს იკავებს.
ფინალური მატჩის მოგების შემთხვევაში მარიამი მე-7 საერთაშორისო ტიტულს დაუფლება.
მარიამ ბოლქვაძე წყვილთა თანრიგშიც გამოდიოდა, თუმცა ის და მისი ხორვატი მეწყვილე იანა ფატი ნახევარფინალში გამოეთიშნენ ასპარეზობას.
ლაფბოროსის საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარია.