ვაქცინაციის პროცესი-შეხვედრა მოსახლეობასთან

28 იანვარი 2022, 17:57 944 ნახვა

COVID 19-ის ვაქცინაციის პროცესის გასააქტიურებლად  მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ვაქცინაციის მნიშვნელობაზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი დღეს  ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს თანამშრომლებსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს ესაუბრა.  ნინო ნიჯარაძემ დღეს მათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული ფულადი წახალისების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. მთავრობის გადაწყვეტილებით 50 წელს ზემოთ ასაკის პირს პირველი დოზით ვაქცინაციის შემთხვევაში 200 ლარი, ხოლო ბუსტერდოზის გაკეთების შემთხვევაში 100 ლარი  გადაეცემა. საინფორმაციო შეხვედრას  ბათუმის მერი და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ილია ვერძაძეც ესწრებოდნენ. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი