ორ წელიწადში აჭარას 100-ზე მეტი ტურისტული ობიექტი დაემატა - თორნიკე რიჟვაძე

28 იანვარი 2022, 12:22 1196 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ტურისტული ინფრასტრუქტურა და სერვისის განვითარება 2022 წლის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მასშტაბური პროექტები .

"ისპანის ტორფნარზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იწყება. ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. იწყება ხიხანის ციხეზე მისასვლელი ტურისტული ბილიკის მშენებლობა და გრძელდება ხიხანის ციხის აღდგენა-რეაბილიტაცია.

პანდემიის მიუხედავად, ორ წელიწადში აჭარას 100-ზე მეტი ტურისტული ობიექტი დაემატა. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნა ახალი სასტუმროები, კოტეჯები, გლემფინგები, კვების ობიექტები. სრულდება მაჭახლის ეთნოსოფლის მშენებლობა, დასრულდება კავიანის ველობილიკის მოწყობა"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში