იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის თანამდებობაზე ისევ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას გაუწია რეკომენდაცია.
კალანდარიშვილი ცესკოს მოქმედი ხელმძღვანელია. მას თავის დროზე ოპოზიციის ნაწილმა მხარი არ დაუჭირა, რის გამოც პოსტზე მხოლოდ 6 თვით დაინიშნა.
ასევე იურიდიულმა კომიტეტმა ცესკო-ს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე რეკომენდაცია გაუწია მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურებს.
საბოლოოდ საკითხი კენჭისყრაზე პლენალურ სხდომაზე უნდა დადგეს.