„აღმოაჩინე შენი ქალაქი“ - სტუდენტური კონკურსი

28 იანვარი 2022, 11:00 295 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ქალაქში არსებული ნაკლებად ცნობილი ისტორიული ობიექტების პოპულარიზაცია გადაწყვიტეს და „აღმოაჩინე შენი ქალაქი“ სახელწოდებით კონკურსი გამოაცხადეს.

მონაწილეებს ბათუმში საინტერესო ადგილები უნდა ეპოვნათ და ვიდეორგოლი გადაეღოთ. გამოვლინდა შვიდი გამარჯვებული. ისინი პროექტის ავტორებმა   აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად დააჯილდოვეს.

კონკურსი „აღმოაჩინე შენი ქალაქი“  ბსუ-ს იურიდიული და სოციალური მეცნიერების სამართალმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამის I და II კურსის სტუდენტების საინიციატივო ჯგუფმა განახორციელა და მისი მიზანი  ბათუმის კულტურული ცხოვრების, ისტორიის  პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება იყო.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში