ერთიანი ეროვნული გამოცდები

07 ივლისი 2025, 11:15 371 ნახვა
00:00
00:00

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. ქართული ენის შემდეგ აბიტურიენტები უცხო ენის გამოცდას აბარებენ.  პირველი სესია ცოტა ხნის წინ დასრულდა. გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი და 30 წუთია.

აბიტურიენტების ნაწილის განცხადებით,  დავალებები საშუალო სირთულის იყო. შეფასებებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ტესტირებაზე გამოსაცდელთა 93 პროცენტი გამოცხადდა. დაგვიანების გამო სამი აბიტურიენტი მოიხსნა გამოცდიდან. ტესტირება ორ სესიად ტარდება.

მეორე სესიის რეგისტრაცია 14 საათზე დაიწყება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი