საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას პარლამენტი დღეს, პლენარულ სხდომაზე განხილვით განაახლებს. უმრავლესობის 81 წევრის მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და მრავალმანდანტიანი პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს. ამავე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 5%-იანი საარჩევნო ბარიერის, 4%-მდე შემცირება. საკანონმდებლო ორგანომ 28 აპრილს უკვე განიხილა საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შემუშავებული პროექტი, თუმცა საკითხზე კენჭისყრა არ მომხდარა. სესიაზე სავარაუდოდ იმსჯელებენ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ოჯახის განმარტების შესახებ. დამატებით რა საკითხები შევა დღის წესრიგში ბიუროს სხდომაზე გადაწყდება.