პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტების გასაპროტესტებლად ქვეყნის 5 ქალაქში აქცია გაიმართა.
''იმოქმედე, ოცნების პოლიცია, ხალხზე ძალადობის პოლიცია, ხალხის არა და ხალხის წინააღმდეგ'' - ამ წარწერებით აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ.
ისინი რამდენიმე დღის წინ მეტრო "ისანში" მომხდარ ფაქტს აპროტესტებენ, რა დროსაც სამართალდამცველმა შშმ პირზე იძალადა.