ტენდერი სასწრაფო დახმარების ახალი შენობისთვის 

26 იანვარი 2022, 11:01 930 ნახვა

ხულოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის  ასაშენებლად მერიამ ტენდერი გამოაცხადა. გაზაფხულზე დაგეგმილი  მშენებლობისთვის 289 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი. სასწრაფოს ახალი შენობა ყოფილ საავადმყოფოსთან ახლოს  აშენდება. 

სამედიცინო სამსახური ამ დრომდე  ხულოს რაიონულ კლინიკაშია განთავსებული.

როგორც მერიაში აცხადებენ, ახალი ადაპტირებული შენობა ერთსართულიანი იქნება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში