ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ბრიტანეთის ლაფბოროს საერთაშორისო ტურნირის მერვედფინალშია.
24 წლის ბოლქვაძე ტურნირზე პირველ ნომრად არის განთესილი და იტალიელი დებორა კიეზა ორ სეტში 6:3, 6:2 დაამარცხა.
ქართველის და იტალიელის დაპირისპირება საათსა და 36 წუთს გაგრძელდა. მერვედფინალში მარიამის მეტოქე მსოფლიოს 501-ე ჩოგანი ტაივანელი იოანა გარლანდი იქნება.
ლაფბოროსის საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარია.
ქართველი ჩოგბურთელი წყვილთა თანრიგშიც იასპარეზებს. მარიამი ხორვატ იანა ფეტთან ერთად გამოვა. ქართულ-ხორვატულ დუეტს 26 იანვარს პირველ წრეში მასპინძლები - ანა პოპესკუ და ნადია რაუსონი გაუწევენ მეტოქეობას.
ამ დროისთვის მარიამ ბოლქვაძე მსოფლიო ქალთა ერთეულთა რეიტინგში 178-ე ადგილზე იმყოფება.