შეხვედრები უკრაინის საელჩოში

24 იანვარი 2022, 18:05 909 ნახვა

დღეს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები  საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდნენ. პარტია „ლელოს“ ლიდერებმა ბადრი ჯაფარიძემ, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ გეგელიამ დიპლომატს უკრაინის პრეზიდენტის სახელზე მხარდამჭერი წერილი გადასცეს. მათი განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ უკრაინასა და საქართველოს ხელისუფლებას და უკრაინის მხარდასაჭერად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. უკრაინის საელჩოში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ხატია დეკანოიძე და თინა ბოკუჩავა იმყოფებოდნენ, რომლებმაც უკრაინის ელჩს ასევე მხარდამჭერი წერილი გადასცეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი