მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართება საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე. პროცესი რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს.
დღეს ყოფილი პრეზიდენტი სხდომას არ დაესწრება. სააკაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არავითარი მტკიცებულებები არ არსებობს და საქმის მასალები ფალსიფიცირებულია.
სააკაშვილი 7 ნოემბრის და იმედში შეჭრის საქმეზე ბრალი 2014 წლის ივლისში წარუდგინეს, აგვისტოში კი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.
10 ნოემბერს სასამართლოს გადაწყვეტილებით, 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.