ბათუმის საკალათბურთო კლუბმა ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირის ჯგუფური ეტაპი პირველი ადგილით დაასრულა და ნახევარფინალში გავიდა.
დღეს ''ბათუმმა'' დაძაბულ შეხვედრაში 3 ქულიანი უპირატესობით 75-72 ''ოლიმპს'' აჯობა.
ისევ გამორჩეული მატჩი ჩაატარა ბათუმელთა კალათბურთელმა ბექა ბეჯაურმა.
39 წუთში მის ანგარიშზე 23 ქულა, 12 მოხსნა და 4 გადაცემა იყო.
პირველ შეხვედრაში ''ბათუმმა'' 104-71 ''მგზავრები'' დაამარცხა.
ამრიგად შავიზღვისპირელებმა ორივე მატჩის შემდეგ 4 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ.
ნახევაფინალური მატჩში ''ბათუმი'' 23 იანვარს 13:00 საათზე A ჯგუფის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.