ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა.
ბითაძის "ინდიანა" "გოლდენ სტეიტს" დაუპირისპირდა და ოვერტაიმში 121-117 დაამარცხა.
ძირითადი დრო შეხვედრაში 110-110 დასრულდა. ბითაძემ არასრულ 32 წუთში 13 ქულა,9 მოხსნა და 5 გადაცემა მიითვალა.
ამ დროისთვის "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში 17 მოგებით და 29 წაგებით მე-13 ადგილზე იმყოფება.
შემდეგ შეხვედრას ბითაძის გუნდი 23 იანვარს ფენიქს სანსის წინააღმდეგ გამართავს.