ბლინკენი უკრაინაშია

19 იანვარი 2022, 14:09 817 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა  კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ  აშშ-ს უკრაინაში მხოლოდ მშვიდობა სურს. 

გულწრფელად იმედი მაქვს, რომ ჩვენ დიპლომატიურ, შვიდობიან გზაზე დავრჩებით - განაცხადა ბლინკენმა.  აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.  იგი პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრი კულებასთან მართავს შეხვედრებს, რომლებზეც   ორმხრივ პარტნიორობასა და აგრესიისგან რუსეთის შეკავებაზე იმსჯელებენ. 

ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები  ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის თემებსაც შეეხებიან,  კონკრეტულად კი ინვესტიციების, ვაჭრობისა და უსაფრთხოების საკითხებს. უკრაინიდან ენტონი ბლინკენი გერმანიაში გაემგზავრება. 21 იანვარს იგი ჟენევაში  მის რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შეხვდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში