დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში

19 იანვარი 2022, 12:02 1704 ნახვა

აჭარის მაღალმთიანეთში ისევ თოვს. ხულოს მერიის ინფორმაციით, მოსახლეობა ცხელ ხაზზე უგზოობის პრობლემით რეკავს, ამბობენ, რომ სამედიცინო დაწესებულამდე მისვლა  გართულებულია.

საგზაო დეპარტამენტში  აცხადებენ, რომ უწყების ტექნიკა გზებს მთელი ღამე წმენდდა.

მაღალმთიანეთში როგორც ,,ენერგო-პრო-ჯორჯიაში“  გვითხრეს, ელექტროენერგიის შეფერხება  არ არის. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი