ქობულეთში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

18 იანვარი 2022, 23:13 8494 ნახვა

ქობულეთში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ ბინაში 41 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

მეზობლების განცხადებით, მსგავსი შემთხვევა აღნიშნულ ბინაში რამდენიმე თვის წინაც დაფიქსირდა. ეს კი მეორე შემთხვევაა.

მათივე თქმით, შემთხვევას წინ კონფლიქტი უძღოდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა პოლიცია გამოიძახა, გარდაცვლილი კი პოლიციის ეკიპაჟმა იპოვა. თუმცა, ამ ეტაპზე გარდაცვალების ზუსტი მიზეზი არ სახელდება.

ექსპერტ-კრიმინალისტებმა გვამი პროზექტურაში გადაასვენეს. ბინაში მარტო ერთი ქალბატონი ცხოვრობს, რომელთანაც გარდაცვლილი მამაკაცი სტუმრად იმყოფებოდა. ამ დროისთვის ბინის პატრონის დაკითხვა მიმდინარეობს. 

შემთხვევის ადგილას მობილიზებული არიან ექსპერტ-კრიმინალისტები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი