ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება სავალუტო ჯიხურებში 2 ლარი და 71 თეთრია, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი კი 2.68 თეთრს აჭარბებს. ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. დღეიდან ერთი ევროს შეძენა ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 2 ლარად და 83 თეთრადაა შესაძლებელი.